ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, რობერტ კალინაკს რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით ესაუბრა.
„დღეს ვესაუბრე ვიცე-პრემიერ რობერტ კალინაკს, რათა გამოვხატო სოლიდარობა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და სლოვაკეთის ხალხის მიმართ. პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ღირებულებების შესანარჩუნებლად“, – წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამჟამად ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.