ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ - ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კი არ დევნიან, არამედ - კლავენ

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნეოლიბერალები განსხვავებულ აზრს კლავენ.
მისი შეფასებით, თანამედროვე ლიბერალიზმი, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას.
„აუცილებლად უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ როცა საუბარია ევროპული ღირებულებებისა და საქართველო-ევროპის ურთიერთობის დაზიანებაზე, ის ხალხი, უცხო ქვეყნების მინისტრები, რომ ჩამოვიდნენ, ზუსტად ესენი აზიანებენ.
თანამედროვე ლიბერალიზმი, რეალურად, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას. ამის კლასიკური მაგალითი იყო სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა იარაღით, როცა ლიბერალური პარტიის 71 წლის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრემიერს მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება ჰქონდა.“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.