სკოპიეში დაიწყო ეუთოს მინისტერიალი უკრაინის და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაიწყო
ეუთოს მინისტერიალი, რომელშიც პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ უკრაინის, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ს წარმომადგენლები. ამ ქვეყნების დელეგაციებმა პროტესტი გამოხატეს მინისტერიალზე ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მიწვევის გამო.
-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეუთოს ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრუშკომ, განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია „საბრძოლველად“ არის განწყობილი და რომ ეუთო თავის თავდაპირველ პრინციპებს და ამოცანებს უნდა დაუბრუნდეს.
რუსეთსა და ს შორს მიმდინარე ომის განმავლობაში, რომელიც თითქმის 21 კვირაა გრძელდება, ეუთო არის დემოკრატიის და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი იშვიათი ფორუმი, რომელზეც რუსეთის და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ერთ მაგიდას უსხედან.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას განიხილავს კარგ შესაძლებლობად, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.
ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ეუთოს პრინციპების ხელყოფის გარდა, ამ წესის ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ცხინვალის რეგიონში.
სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.