ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებენ მასზე ლავროვის დასწრების გამო

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. ამას იუწყება „ინტერფაქს-“ ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
„დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა… ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება“, – ნათქვამია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სკოპიეს შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ც. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, ოლეჰ ნიკოლენკოზე დაყრდნობით. მისი თქმით, საქმე ეხება მინისტრების დონეზე შეხვედრის ბოიკოტს, ელჩების დონეზე შეხვედრას უკრაინა დაესწრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.
ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.
ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ჩავიდეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის