“ეუთოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი მოვლენა” | დარჩიაშვილი სკოპიეში ჩავიდა

სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრი, მივიდა. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლამდე დარჩიაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც მინისტრი ამბობს, ეუთოს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ მინისტერიალზე მისი ყოფნა მნიშვნელოვანია.
“ზოგადად, ეუთოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, შესაბამისად ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ეს არის საჭირო პლატფორმა და ჩვენ აქ ვართ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება და საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში და რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა”, – უთხრა ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა.
მინისტერიალის ფორმატში სტუმრებს სიტყვით უკვე მიმართეს ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა.
მთავარი საკითხი, რაზეც სიტყვით გამომსვლელებმა გაამახვილეს ყურადღება, ში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი იყო. ისინი გმობენ რუსულ აგრესიასა და ამბობენ, რომ ეს არის გაეროს წესდებისა და ჰელსინკის აქტის უხეში დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას.
“ჩრდილოეთ მაკედონიას ეუთოს თავმჯდომარეობა წილად აქტიური ომის დროს ერგო, როდესაც ევროპის უსაფრთხოება და მსოფლიო წესრიგი უპრეცედენტო საფრთხის ქვეშ დადგა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის ყველაფერს, რაც ამ ორგანიზაციისთვის ძვირფასია. ომი ხელს უშლის ნდობის შენარჩუნებას და ეუთოს შესაძლებლობებს, რომ საკუთარი მოვალეობები შეასრულოს. რაც ყველაზე მთავარია, ანადგურებს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხოვრებას. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ეუთოს პრინციპებსა და იდეალებს”, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი კვლავ ეუთოს ყურადღების ცენტრში რჩება.
მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო ვერ დახუჭავს თვალს ჰელსინკის წესდების უხეშ დარღვევაზე რუსეთის მხრიდან.
“მსოფლიოში, რომელიც სამუდამოდ არის შეცვლილი რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ, ომის გავლენა მთელ ჩვენს რეგიონში ირეკლება. უკრაინელი ხალხი რჩება ჩვენი ყურადღების ცენტრში და ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს ჰელსინკის საბოლოო აქტის ამ უხეშ დარღვევაზე. დღეს ჩვენ ვხვდებით უამრავ გამოწვევას ეუთოს ბევრ კუთხეში. სამხრეთ კავკასიაში რეგიონული განვითარება შეუძლებელია მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე, დაძაბულობა დასავლეთ ბალკანეთშიც გრძელდება და ცენტრალური აზია ასევე იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. 7 ოქტომბრის ტერაქტმა ისრაელში დიდი გავლენა იქონია მთელ ახლო აღმოსავლეთზე და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პოულობს ანარეკლს. მიუხედავად რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისა, ეუთო აგრძელებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას და ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ უკრაინას ყველა შესაძლო ხერხებით”, – ამბობს პია კაუმა.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო, რომელმაც უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო.
“ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ დროს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევას. ესპანეთი გმობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის უხეშ დარღვევას და საფრთხეში აყენებს მთელ ევროპულ არქიტექტურას. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერდა ორივე ზემოხსენებულ ტექსტს, დღეს უხეშად არღვევდეს მათ და რომ უფრო ძლიერის კანონი მეფობდეს იმ პრინციპებზე, რომლებიც ამ ორგანიზაციასა და მთელ საერთაშორისო წესრიგს იცავს”, – ამბობს ხოსე მანუელ ალვარესი.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც იღებს, რის გამოც, სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.