ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიღნაღში 33 წლის კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა

სიღნაღში 33 წლის კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა. შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

ტრაგიკულ შემთხვევას ილიაწმინდის საჯარო სკოლა გამოეხმაურა, რომლის კურსდამთავრებულიც რამაზ ძმანაშვილი იყო.

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში“, - ნათქვამია პედაგოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.