სისტემატურად სცემდა ცოლს, გავურცელა პირადი ცხოვრების ვიდეო – POG-მა კახეთში 1 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
“კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მანვე უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერი”. – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობა), 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა), 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.