პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

8
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს, მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.