ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირადი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა სქესობრივ კავშირს - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა." - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით,) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.