სირსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმია კურსკის დაკავებას ცდილობს, ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ათეულ ათასობით სამხედრო გადაისროლა კურსკში, სადაც ცდილობს კონტროლი აღიდგინოს რეგიონში, რომელიც ზაფხულში რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ დაიკავა უკრაინის ჯარმა.
რუსეთის ჯარები, „ასრულებენ რა თავიანთი სამხედრო სარდლობის ბრძანებას, ცდილობენ გამოდევნონ ჩვენი ძალები და ღრმად წინ წავიდნენ ტერიტორიაზევე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ“, – დაწერა სირსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის სარდალი დასძენს, რომ „რომ არა ჩვენი სამხედროების სიმტკიცე, ეს ათეულ ათასობით მტერი რუსეთის საუკეთესო ქვედანაყოფებიდან, ჩვენს პოზიციებს შეუტევდა.“
უკაირინის ჯარის ნაწილები მოულოდნელად შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და გაამაგრეს პოზიციები. ეს იყო პირველი ასეთი შეჭრა რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
11 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…