სირსკის თქმით, რუსეთმა კურსკის ოლქში 45 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი

რუსეთმა კურსკის ოლქში 45 ათასამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი და, სავარაუდოდ, კონტრიერიშისთვის ემზადება ოლქიდან უკრაინის ჯარების განსადევნად, განაცხადა 6 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, მოსკოვი ასევე ცდილობს, თავისი ეფექტიანობა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების დახმარებით გაზარდოს.
სირსკის კომენტარები გამოჩნდა იმ დღეს, როცა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მოიწონა ფხენიანთან სტრატეგიული ხელშეკრულების რატიფიკაცია. ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება, რომელსაც ივნისში მოეწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფხენიანში ვიზიტისას, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთ მათგანზე მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაში. როგორც უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები ირწმუნებიან, ჩრდილოეთმა კორეამ უკვე გაგზავნა რუსეთში დაახლოებით ათი ათასი სამხედრო მოსამსახურე.
„მოწინააღმდეგემ იქ თავი მოუყარა დაახლოებით 45 ათას ჯარისკაცს. და ცდილობს მათი რაოდენობის გაზრდას. რუსეთს ამ მიმართულებაზე საკუთარი ჯარები არასაკმარისად ჰყავს, ამიტომ ისინი ასევე ცდილობენ, იქ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ჩაიყვანონ,“ დაწერა სირსკიმ ტელეგრამში.
ირწმუნება, რომ რუსეთის კურსკის ოლქში 1000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს მოულოდნელად შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე.
კიევის მოქმედებები მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი გამოფიტული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომქანცველ ბრძოლებს აწარმოებენ რუსეთის უკეთესად აღჭურვილი და მრავალრიცხოვანი ჯარების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად