ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპული სეზონის შეჯამებაა. ითამაშა ორმა გუნდმა, რომლებიც წელს ობიექტურად ყველაზე ძლიერები იყვნენ. მოსალოდნელი სცენარით წარიმართა: დიდი დაცვითი ყურადღებით, მაგრამ პსჟ-ს საქმე შეცდომის და მეხუთე წუთზე გაშვებული გოლის გამო გაურთულდა. მეტი შეტევა მოუწიათ, თუმცა როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, „არსენალი“ დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებდა.
პსჟ ბურთს დაეუფლა და თავის პირობებს კარნახობდა. მომენტები ცოტა იყო, მაგრამ ხვიჩას მიერ შექმნილი ერთ-ერთი პენალტით დასრულდა. ამან შემდგომში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დამატებით დროში გუნდებს დიდი ძალები არ დარჩათ, ფრეზე თამაშობდნენ და თერთმეტმეტრიანებს ელოდნენ. ეს ლატარეაა, რომელშიც ლონდონელთა საუკეთესო ფეხბურთელმა (გაბრიელ მაგალიაეში) კარს ააცილა ბურთი.
გულშემატკივრებით სავსე ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვნახეთ! ისევე როგორც ყველა ფინალი, ეს მატჩიც უმაღლეს დონეზე გახლდათ ორგანიზებული.
კანონზომიერია, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფინალი მისი საუკეთესო შეხვედრა არ იყო, მაგრამ ისიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მჯერა, შემდეგ შეიძლება „ოქროს ბურთი“ იყოს. ეგაა, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ჯილდოს პრეტენდენტები იქ თავს როგორ წარმოაჩენენ. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან ვინმე ხვიჩას სერიოზული კონკურენტი იქნება. მაშინ „ლოკომოტივში“ ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთი კლასის ფეხბურთელი გახდებოდა. თუმცა, მასში დიდ პერსპექტივას ვხედავდი“, – განუცხადა სიომინმა „ჩამპიონატს“.

