არქივი31 მაისი, 2026, 14:11
გიორგი ონიანი: ვერც მიშას და ვერც ნიკას ვერ გავამართლებ ჩვენთან, ხალხთან და ქვეყნასთან არავინაა მართალი ვინც პირადს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ონიანი:
ვერც მიშას და ვერც ნიკას ვერ გავამართლებ ჩვენთან, ხალხთან და ქვეყნასთან არავინაა მართალი ვინც პირადს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს, 2011, 2012 წლებში სწორედ ძალოვნებს შორის დაპირისპირება იყო დიდად ხელშემწყობი იმ პროცესების რაც შემდეგ განვითარდა და რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.
დიქტატურის პირობებში ერთმანეთისთვის ბინძური საცვლების აფრიალება და ყურადღების ამაზე გადატანა ან გულუბრყვილობაა ან მავნებლობა!!!
ბიძინა და ეს ხელისუფლება უნდა მოშორდეს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოების უმრავლესობას სწორედ ეს აწუხებს, რომელი პოლოტიკური ძალაც ამ მიზანს დაისახავს და ნაბიჯებსაც ამ კუთხით გადადგამს ის იქნება ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი!!!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.