“მას შემდეგ, რაც აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა, მათ შორის ჩვენც, [თავისუფლების მოედანი] სხვადასხვა პოლიტიკურმა მოძრაობებმა და აქტივისტებმა დავიწყეთ განათლების რეფორმით დაზარალებულების მხარდაჭერა, ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია. იმ 1795 აბიტურიენტისთვის, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდები, მათთვის სექტემბრის შუაში მეორად ჩარიცხვებს გამოვაცხადებთ დარჩენილ ადგილებზეო. გილოცავთ!
7,000 ადგილზე მეტია დარჩენილი. ახლა მთავარია ეს დაპირება უბრალოდ მანიპულაცია არ იყოს და მართლა მიეცეთ საშუალება აბიტურიენტებს, რომ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებს მიეცეთ საშუალება დარჩენილი ადგილები გადაანაწილონ სხვადასხვა პროგრამაზე. სრული სამართლიანობისთვის კი ის ადგილები უნდა დაუბრუნონ, რაც უნივერსიტეტებს წაართვეს. მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3600 ადგილზე მეტი წაართვეს!” – წერს სოციალურ ქსელში სიმონ ჯანაშია და ეხმაურება მიქანაძის განცხადებას, რომელმაც თქვა: “წელს დავუშვებთ გამონაკლისს და კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ”



