ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

 “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი ტატა ხვედელიანი:

ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია:

რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – მეორადი ჩარიცხვა არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტი მისთვის სასურველ პროგრამაზე მოხვდება. არჩევანი დამოკიდებული იქნება იმ პროგრამებზე, სადაც თავისუფალი ადგილები დარჩება.

შესაბამისად, მაგალითად, ფსიქოლოგიის პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტი კობახიძის „რეფორმის“ დამსახურებით შეიძლება აღმოჩნდეს სამთო ინჟინერიაზე ან ნებისმიერ სხვა პროგრამაზე, სადაც ადგილი დარჩა.

ფაქტია, რომ ეგრეთწოდებულმა რეფორმამ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები კი არ გადაჭრა, არამედ კიდევ უფრო გაამწვავა. დღეს ხელისუფლებას საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების გამოსწორება გამონაკლისებითა და უკან დახევით უწევს.

ამ ქაოსის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ ამ მავნებლური რეფორმის უკან გაწვევით და უმაღლეს განათლებაში გააზრებული, კვლევასა და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული ნაბიჯების გადადგმით.

ასევე დაგაინტერესებთ