სიმონ ჯანაშია: აკადემიური საბჭოს 10 წევრს შორის ერთი, ტიტე აროშიძის ძმაა

“ირაკლი კობახიძემ რომ ქართული უმაღლესი განათლების რეფორმის ჩატარებაზე დაიწყო ზრუნვა, ერთი დღის თავზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორად “აირჩია” ქართული ოცნების დეპუტატი, აჭარის მთავრობის ყოფილი წევრი ტიტე აროშიძე.
არჩევნებისას, მის ერთადერთ კონკურენტს დაემუქრნენ, თუ ის კანდიდატურას არ მოხსნიდა, მის ოჯახს, მათ შორის მის შვილებს (6 თვის და 13 წლის ბავშვები) პრობლემები შეექმნებოდა.
აკადემიური საბჭოს 10 წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ამ უნივერსიტეტის არაერთი სტუდენტი დააპატიმრა საჯაროდ აზრის გამოხატვისთვის.
აკადემიური საბჭოს 10 წევრს შორის ერთი, ტიტე აროშიძის ძმაა.
ვაშა ამ ახალ შენებას, ვაშა ამ ახალ საქართველოს!” –  წერს სოციალურ ქსელში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს