ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ქეთევან ბერიძე რექტორობის კანდიდატებს – უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი – ვერ მოგცემთ ხმას

უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი. ვერ მოგცემთ ხმას, – ეს განცხადება ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ქეთევან ბერიძემ, რექტორობის კანდიდატებთან მიმართებაში სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ბსუ-ს რექტორი უნდა აირჩიონ.
მისი თქმით, არცერთ კანდიდატს ხმას არ აძლევს.
„ვისურვებდი, რომ მის ადგილზე მისი ძმა მენახა, (ტიტე აროშიძის ძმა აკადემიური საბჭოს წევრია). გარედან გვესმის ხმები [აქცია მიმდინარეობს], ასეთ პირობებში რექტორობის კანდიდატის გამოსვლას ვისმენ. უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი. მაქვს კითხვა: რატომ?.. ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამო, რომ ადამიანი გაიცნო, თქვენ რამდენი პერსონალი უნდა გაიცნოთ? ჩვენმა რექტორმა 8 წლის განმავლობაში მიგვაჩვია ოქროს შუალედს ანუ ბალანს, მე ვერცერთ კანდიდატში ამას ვერ ვხედავ. დიდი პატივისცემა თქვენ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავ ვცემ პატივს. ვერც ერთ თქვენგანს ვერ მოგცემთ ხმას. მე მინდა გითხრათ, რომ არასოდეს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ, ვერასოდეს ვერ იხილავთ ჩემს სახელს და გვარს მომავალში პოლიტიკურ პარტიაში“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ამ წუთებში აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს. აღნიშნული პროცედურა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. უნივერსიტეტის რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად