ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ბსუ-ის რექტორად, "ოცნების" წევრი და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი, ტიტე აროშიძე დაინიშნა

მედია: ბსუ-ის რექტორად, "ოცნების" წევრი და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი, ტიტე აროშიძე დაინიშნა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, "ქართული ოცნების" წევრი და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი, ტიტე აროშიძე დაინიშნა.

აროშძესთან ერთად ბსუ-ის რექტორობისთვის ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე იბრძოდა.

რექტორს 11-წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევდა. ასარჩევად საჭირო იყო 6 წევრის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი "ოცნების" კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.

რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები ამბობდნენ, რომ აროშიძის რექტორობა უნივერსიტეტში "ოცნების" დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. ბსუ-ის შენობაში "ოცნებას" მობილიზებული ჰყავს საკუთარი პარტაქტივი, რომლებიც ახალგაზრდებთან დაპირისპირებას პროვოკაციებით ცდილობენ.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.