ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთო-ს შეხვედრას დავესწრები, თუ ბულგარეთი საჰაერო სივრცეს გახსნის

ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთო-ს შეხვედრას დავესწრები, თუ ბულგარეთი საჰაერო სივრცეს გახსნის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიას დაჰპირდა, რომ თავის საჰაერო სივრცეს გახსნის, თუ ეს მოხდება ჩვენ იქ ვიქნებით“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა მას შეხვედრაც სთხოვა.
„უკვე არის რამდენიმე თხოვნა შეხვედრების შესახებ, მათ შორის დასავლელი წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას შევხვდებით, ჩვენ არავის გავურბივართ და არ ვიმალებით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სკოპიეში 30 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.