სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა

სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.
„როგორც სააგენტომ შეიტყო, ბულგარულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის გადაფრენაზე უარი განაცხადა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა“, – წერს რუსული სააგენტო.
სერგეი ლავროვი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის, სკოპიეში უკვე ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას – სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება