ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა

უკრაინის შესახებ ჩინეთის სამშვიდობო გეგმა ჯერჯერობით ყველაზე მკაფიოა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ გლობალური სამხრეთის ქვეყნების სხვადასხვა ინიციატივებს მივესალმებით, კერძოდ აფრიკის ქვეყნებისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმას. თავიანთი წინადადებები სხვა ქვეყნებმაც წამოაყენეს, მაგრამ არც ისე კონკრეტულად. ყველაზე მკაფიო გეგმა გასულ წელს ჩინეთმა წამოაყენა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, ჩინეთის გეგმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისგან“ იმით განსხვავდება, რომ იგი ურთიერთდაკავშირებულ დებულებებს შეიცავს და მათი ცალკე განხილვა შეუძლებელია.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩინური დოკუმენტი იმ მიზეზების ანალიზს ემყარება, რაც ახლა ხდება და მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობას ითვალისწინებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.