“უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნობას ეფუძნება. მაგალითად, როგორიცაა “მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან.”
“ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი, დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა,” – ამბობს ლავროვი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს მოსკოვთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმას, გარდა სამშვიდობო გეგმისა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით