ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი ჩინეთს ეწვევა

სერგეი ლავროვი ჩინეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ავრცელებს.
მარია ზახაროვას ცნობით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავის ჩინელ კოლეგას, ვანგ იის შეხვდება და მხარეები სხვა საკითხებთან ერთად უკრაინასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
„უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მოლაპარაკებები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ ვანგ იისთან. თარიღს ჩვენ ჩინელ კოლეგებთან ერთად გამოვაცხადებთ”, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, გასულ თვეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მაისში ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.