სერგეი ლავროვი – ტრამპი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ – მას ჩვენი პოზიცია ესმის

დონალდ ტრამპს ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ესმის , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, ეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გაიმეორა.
„ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ მას ჩვენი პოზიცია ესმის. პრეზიდენტმა პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინას ხელახლა შეიარაღების საშუალებას მისცემს, არამედ ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა, რომელიც კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა