ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს

სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ რაიმე სახის ვარიანტებს ვერ განვიხილავთ. არ ვიცი, რა თქვა მაკრონმა, მან ვაშინგტონში თავისი როლი ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ ტრამპმა თქვა, როგორც ეს მე წავიკითხე, რომ სამშვიდობოების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ორივე მხარის თანხმობით უნდა მოხდეს და როგორც ჩანს, ჩვენ და უკრაინას გულისხმობდა. ამის შესახებ ჩვენთვის არავის უკითხავს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა არ მოხდება.
„იყო იდეები, მაგალითად, „მოდით, დავტოვოთ საკონტაქტო ხაზი - ეს რუსული იყოს, ეს კი უკრაინული“. პირველ რიგში, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და მეორეც, რაც უკრაინისგან რჩება, რასისტული კანონებისგან ისიც უნდა გათავისუფლდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.