სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა „პირდაპირ საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისთვის და სრულად მიუღებელია “სხვა დროშით” შეიარაღებული ძალების განთავსება უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგია დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებაზე შეთანხმება, “უკრაინულ დარეგულირებაზე” პროცესი და თანამშრომლობის აღსადგენად პირობების შექმნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები “უკრაინული საკითხის დარეგულირებაზე” პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც აშშ და რუსეთი საკუთარ წარმომადგენლებს დანიშნავენ.
ლავროვის თქმით, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსში უკრაინის მიღება “პირდაპირი საფრთხე” იქნება რუსეთისთვის.
ამასთან, უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ – იქნება ეს ნატოდან თუ “ევროკავშირის დროშის ქვეშ” ლავროვმა თქვა, რომ მიუღებელია.
“შეიარაღებული ძალების რაიმე სხვა დროშით რაიმე ფორმით გამოჩენა არაფერს არ ცვლის. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ორივე ქვეყნის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით საჭიროა დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა, რაც გამოიხატებოდა დიპლომეტების, ქონების დაყადაღებასა და საბანკო გადარიცხვების შეზღუდვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა