სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს.
„იქიდან გამოვდივარ, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღმდეგ ომის] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს. ამ ოპერაციაზე მუდმივ საფუძველზე კონტროლს უმაღლესი მთავარსარდალი ახორციელებს და ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ლავროვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.