პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი: რუსეთს არ აქვს იმპერიალისტური გეგმები ევროპაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაზე კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთს არასოდეს ჰქონია ევროპაში გაფართოების აგრესიული გეგმები. ამის შესახებ TASS წერს.

მანამდე ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, რუსეთი გაიმარჯვებს და შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს შეუტევს.

ლავროვმა ამის პასუხად თქვა: „ეს მოდის ადამიანისგან, რომელსაც აქვს მაღალი თანამდებობა და არ შეიძლება არ გაითვალისწინოს ექსპერტის მოსაზრებები, მათ შორის პენტაგონის სპეციალისტების, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ანალიზში და რომლებიც ვერ ხვდებიან რა ხდება უკრაინაში და რომ რუსეთს არასდროს ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს აგრესიული ან ექსპანსიონისტური გეგმები“.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაეწყო, რადგან მისივე თქმით, ამ ქვეყანაში „ნეონაცისტურმა რეჟიმმა“ ყველაფერი რუსულის განადგურება დაიწყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.