BBC: რუსეთი ცდილობს, უცხოელი მიგრანტები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიქირაოს

ცდილობს, ფინეთის საზღვართან დაკავებული უცხოელი მიგრანტები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიქირაოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ მათ რამდენიმე მტკიცებულება გამოააშკარავეს იმისა, რომ რუსი სამხედროები დაკავებულ მიგრანტებს კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ომში წასვლას სთავაზობდნენ.
გამოცემის ცნობით, კარელიის დედაქალაქ პეტროზავოდსკში, წინასადეპორტო ცენტრში მყოფ სულ მცირე ათეულ პატიმარს დაკავებიდან მალევე სამხედრო წარმომადგენლები მიუახლოვდნენ და “სახელმწიფოსთვის სამუშაო” შესთავაზეს. მათ დაჰპირდნენ კარგ ანაზღაურებას, სამედიცინო დახმარებას და რუსეთში ყოფნის ნებართვას ერთწლიანი არმიის კონტრაქტის გაფორმებით ხარჯზე.