სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს

რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების ეს ელემენტები, ამიტომ ამის გაკეთება მისი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
„არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ – პირველ რიგში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის ნატო-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო და რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა და მას მისი გამოსწორება სურს“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა