სერგეი ლავროვი – ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა – რუსეთი ამას არ შეეგუება

ევროკავშირის სურვილი, 9 მაისს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსებს, მათ შორის სახელმწიფო ლიდერებს, რუსეთში ჩასვლა აუკრძალოს, ნაციზმის იდეოლოგიის აღდგენის მცდელობაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას დაახასიათებდა. ახლა ირონიულად არ ვსაუბრობ, გონებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი ამას არ შეეგუება და ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ნაციზმის ამ იდეოლოგია „თავი არ წამოწიოს“ და განადგურდეს, ევროპა კი თავის ღირებულებებს დაუბრუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს