პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 საიუბილეო სესიის მაღალი დონის კვირეულზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
ამასთან, ლავროვი მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ BRICS-ისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მრავალმხრივ ღონისძიებებში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.