სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება

რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისები მოვძებნოთ, იმ პირობით, რომ ჩვენი კანონიერი უსაფრთხოების ინტერესები დაცული იქნება, ასევე უკრაინაში მცხოვრები რუსი ხალხის კანონიერი ინტერესები და მსგავსი შეთანხმების სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას“.
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ ეს ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ ხელოვნურად შექმნილი ომია და ამჟამინდელი ადმინისტრაციის ფილოსოფიას არ ასახავს, მისი დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა ნორმალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას. თუმცა, ესეც რთული იქნება, რადგან აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მოგვარების თავისებური მიდგომა აქვს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა