პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან

სერგეი ლავროვი - უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპა ე.წ. სამშვიდობოების, ფაქტობრივად კი, საოკუპაციო ძალების შექმნას განიხილავს, ასევე საუბრობენ უკრაინის თავზე მფრინავი ობიექტების ჩამოგდების, ფრენების აკრძალვისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ევროპა უკრაინაში თავისი კონტინგენტების გაგზავნასაც განიხილავს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლებიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ასევე, ლავროვის თქმით, „კიევი „ომის პარტიის“ პოზიციებზე დაყრდნობით მოქმედებს“.
„ევროპაში, ასევე ამერიკაში, არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.