ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა

სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მინისტრი პლენარულ სხდომებზე ისაუბრებს, სადაც საერთაშორისო ვითარების დეტალურ ანალიზს წარადგენს.
ამასთან, ზახაროვას თქმით, მუშავდება ღონისძიების ფარგლებში ლავროვსა და კოლეგებს შორის კონტაქტებიც.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობა ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკას გასული წლის 1-ელ დეკემბერს გადაეცა. მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან კი „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობას, ერთი წლით, შეერთებული შტატები გადაიბარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.