სერგეი ლავროვი – რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა, მაგრამ იქ, სადაც ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ

რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასოდეს დაემთხვევა. უმეტესწილად, ინტერესები გარკვეულ სფეროებში განსხვავდება, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, საუდის არაბეთში, აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ განსხვავებულ ეროვნულ ინტერესებს კონფრონტაცია არ უნდა მოჰყვეს.
„ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ იქ, სადაც ეროვნული ინტერესები განსხვავდება, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთმა და აშშ-მაც არ უნდა დაუშვან, რომ არსებული განსხვავებები კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა