რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

სერგეი ლავროვი დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„25 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის მიწვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით თეირანს ეწვევა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, თეირანში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი გუშინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “