ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი: ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას

„ასიათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადარჩება, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რა მოხდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას? 100 000 უკრაინელი სიცოცხლეს შეინარჩუნებს“, - აღნიშნავს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხის ინტერესები არ არსებობდა.

„არსებობს მხოლოდ ანგლოსაქსების, მათი ხელქვეითების და კიევის კრიმინალური დამპალი ელიტის ინტერესი, რომელსაც ეშინია, რომ ომის დასრულებიდან ერთ დღეში ძალაუფლებას დაკარგავს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.