სერგეი ლავროვი – აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „უეცრად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა“.
„იაპონიაშიც აგრესიული რიტორიკა ისმის და აშშ-ის დახმარებით ნატო-ს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სერიოზულად საუბრობენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე მტკიცებით, აშშ-მა ახალი სამხედრო ბლოკი შექმნა, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიას აერთიანებს.
„აღნიშნული სამხედრო ბლოკის მიზანი ნათელია, ისინი ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა „საკმაოდ აქტიურად ვითარდება“.
„საშინელებაა, როდესაც გაერთიანების ნაცვლად გვაქვს ტენდენციები, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, და მაინც, ეს მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმდინარე სისტემური პროცესია და ამ ტენდენციაში მთავარი წვლილი მათ შეიტანეს, რომლებიც საკუთარ თავს სამყაროს ოსტატებად თვლიან. ყოფილი კოლონიური ძალები თანამედროვე სამყაროში არსებულ რეალობას უნდა შეეგუონ. არ უნდა იფიქრო, რომ ასეთი ძლიერი მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ დოლარი გაქვს“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით