ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზაციით არის დაინტერესებული. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია წერს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსული ენის პოზიციით, პირველ რიგში რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ასევე რუსულ ენაზე სასწავლო პროგრამების გაფართოებით, მათ შორის მიგრანტ მუშაკთა მომზადებით“, - აცხადებს ლავროვი.

სერგეი ლავროვის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რუსულ ენაზე საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება. მათი სამიზნე აუდიტორია შეიძლება იყოს, კერძოდ, მიგრანტები, რომლებიც გეგმავენ რუსეთში მუშაობას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.