თუ ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი, ეს, უპირველეს ყოვლისა, „ლელოს“ ხელმძღვანელობაა – რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს, უპირველეს ყოვლისა, არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა.
“ლელოსთან” დაკავშირებით, რთულია რაიმე განცხადების გაკეთება. , რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია. ერევათ ერთმანეთში საბჭოთა რეჟიმი და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია და უყურებენ სხვა დედაქალაქებს ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. საერთო ჯამში ეს არის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნით აქვთ რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ, არასერიოზულია ზედმეტი მოჩვენებითი პატრიოტიზმი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და მათ არავინ დაუჯერებთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს