ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის საგარეო მინისტრი - სერგეი ლავროვის ეუთო-ს შეხვედრაზე მოწვევა სწორი იქნება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, სწორი იქნება, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალ შეხვედრას დაესწრება.
"ვფიქრობ, სწორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა. ეს ორგანიზაცია აუცილებელია მომავლისთვის", - განაცხადა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ლავროვთან მოლაპარაკებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფხიზელი და პრაგმატული მიდგომით უნდა იხელმძღვანელოს.
2023 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.