ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში გამგზავრებამდე თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს

სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში გამგზავრებამდე თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს
სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში გამგზავრებამდე თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს - ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე აღლუმს უნდა დაესწროს.
მედიის ცნობით, ლატვიამ საჰაერო სივრცის კვეთის აკრძალვის მიზეზად პოლიტიკური, ხოლო ლიეტუვამ კი ტექნიკური და დიპლომატიური სენსიტიურობა დაასახელა.
ამავე მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ და პოლონეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თვითმფრინავსაც, რომელიც ასევე 9 მაისის აღლუმს უნდა დაესწროს მოსკოვში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.