ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ედგარს რინკევიჩი ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ლატვიის საჰაერო სივრცის დახურვაზე - ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო

ედგარს რინკევიჩი ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ლატვიის საჰაერო სივრცის დახურვაზე - ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო

სერბეთის ლიდერისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის ლატვიის ცის დახურვის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ის, ვინც მიიღო“, - აღნიშნა ედგარს რინკევიჩმა.
ცნობისთვის, გუშინ სერბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებებმა უარი განაცხადეს მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის მათი საჰაერო სივრცის გავლით ფრენის ნებართვის გაცემაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.