არქივი7 მაისი, 2025, 18:22
მოსკოვში მიმავალი ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა

მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით დაჯდა ბაქოში. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომსა და რუსეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება.
განახლებული ინფორმაციით, ვუჩიჩი ბაქოდან მოსკოვში უკვე გაფრინდა.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, ვუჩიჩის თვითმფრინავი ბაქოში “საწვავის შესავსებად” დაჯდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.