ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბიაში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებია, რომელსაც მიიჩნევენ რეფედენდუმად ვუჩიჩის მმართველობაზე

17 დეკემბერს სერბიაში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელბსაც ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე - იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით არის წარმოდგენილი.
ვუჩიჩი, რომლის სახელიც ბიულეტენზე დატანილი არ არის, ცდილობდა გაეძლიერებინა მხარდაჭერა მმართველი, სერბიის პროგრესული პარტიის (SNS) მიმართ, კამპანიით, რომელსაც, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, თან სდევდა ზეწოლის შემთხვევები და მიკერძოებული გაშუქება მედიაში.
ვუჩიჩის პრეზიდენტობა 2017 წლის მაისში დაიწყო და მას შემდეგ მან შეინარჩუნა ახლო კავშირი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - მაშინაც კი, როცა მოსკოვი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ვუჩიჩი ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.