ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ პარლამენტთან ერთად 60 ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის კონკურენტი პროევროპული ოპოზიციური კოალიციაა. სერბეთის პარლამენტში სულ 250 ადგილია.
არჩევნებამდე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, გაერთიანებული პროევროპული კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" მხარდამხარ მისდევს პრეზიდენტის კოალიციას, "ალექსანდარ ვუჩიჩი – ბელგრადი არ უნდა შეჩერდეს."

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.