სენატორმა გრემმა დაასახელა ნაბიჯები, რაც მისი აზრით ტრამპმა უნდა გადადგას თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზე

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, თუ რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფსონები მაქსიმალურად უნდა გაზარდოს და უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქარხნებისთვის შესატევად.
„ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან კომუნიკაციას. ვცდილობთ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას, ის კი ჩვენს ყველა მცდელობას უარყოფს. თუ ის ამჯერადაც იტყვის „არას“, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს (მაღალი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ ), აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ 20,000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს გემებს, რომლებსაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადააქვთ, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში ხდება.“
„თუ პუტინი იტყვის „არას“, ჩვენ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ თამაშის წესები, მათ შორის უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემით, რათა მათ შეძლონ რუსეთში არსებული სარაკეტო და დრონების ქარხნების განადგურება. მე ყველაფერს ჩამოვდიოდი (go all in), თუ პუტინი უარს იტყვის.“
გრემმა ასევე დასძინა, რომ მას სურს იხილოს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თავიდან აიცილებს რუსეთის მესამე შეჭრას უკრაინაში. მისი თქმით:
· მას სურს ევროპული ჯარების ხილვა უკრაინის მიწაზე, რათა მესამე ინტერვენცია გამოირიცხოს.
· მას სურს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
· მისივე აზრით, პუტინი გააგრძელებს დონეცკის ოლქის ტერიტორიების მიტაცების მცდელობას მანამ, სანამ აშშ მასზე ზეწოლას არ გაზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა