ლინდსი გრემი – თუ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, თამაშის წესები უნდა შევცვალოთ, მათ შორის უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებით

ამერიკელი სენატორი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ლინდსი გრემი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ-მა უკრაინას Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გადასცეს რუსეთში არსებულ დრონებისა და რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე დასარტყმელად.
„ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობას, ვცდილობთ პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ და მან ყველა ჩვენი მცდელობა უარყო. თუ ის ამჯერადაც „არას“ იტყვის, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი შემდეგს გააკეთებს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო და, რაც მთავარია, დააკავებს სანქცირებული რუსული ნავთობის გადამზიდ გემებს, როგორც ეს ვენესუელაში ხდება. თუ პუტინი „არას“ იტყვის, ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ჩვენი თამაშის წესები, მათ შორის Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებით, რათა მან შეძლოს რუსეთში რაკეტებისა და დრონების ქარხნებზე დარტყმა“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა NBC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სურს იხილოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეუძლებელს გახდის რუსეთის მესამე შეჭრას უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა