ვლადიმერ პუტინი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმაზე – რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ

უკრაინისთვის რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ევროკავშირის ქვეყნების სავალო ვალდებულებების ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ისედაც საბიუჯეტო პრობლემები აქვთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი იდეაა ჩვენი აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ამას ყველა ქვეყნის ბიუჯეტისთვის შედეგები მოაქვს. ის ზრდის ყველა ქვეყნის საბიუჯეტო ვალს,“ – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ევროკავშირში რუსული აქტივების მოპარვამ, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგები გამოიწვიოს.
„იმიჯის დაკარგვის გარდა, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგებიც იყოს და რაც მთავარია, რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, თავის ინტერესებს, პირველ რიგში, სამართლებრივი გზით დაიცავს.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. სად პირველ რიგში? სასამართლოში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს